ირაკლი ღარიბაშვილი - ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა
ირაკლი ღარიბაშვილი - ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა

2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება, ბიძინა ივანიშვილმა დაამკვიდრა კანონი და წესრიგი, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მიღწევები პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან ბევრია.

„ძირითადი მიღწევები შეიძლება, დაიყოს რამდენიმე კატეგორიად. პირველს გამოვყოფდი, რომ 2012 წელს ყველა მოქალაქისთვის სანატრელი იყო თავისუფლება. სწორედ თავისუფლება მისცა ბიძინა ივანიშვილმა ხალხს, დაამკვიდრა კანონი და წესრიგი. ეს ალბათ არის ერთ-ერთი მთავარი ფუნდამენტური მონაპოვარი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოღვაწეობის. ამის შემდეგ არის ადამიანის უფლებების კუთხით, ევროინტეგრაციის კუთხით სერიოზული მიღწევა, როგორიც არის ვიზალიბერალიზაცია, უვიზო რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ასე შემდეგ. ის, რომ დღეს ნებისმიერი მოქალაქე არის თავისუფალი, არის რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.