ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს ვიწყებთ სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილები
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამა იქნება წარმოდგენილი.
ღარიბაშვილის თქმით, იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა.
„დღეს ეკონომიკის მინისტრი წარმოადგენს ახალ პროგრამას, რომელიც ეხება სუბსიდირებული იპოთეკური სესხის სახელმწიფო პროგრამას მრავალშვილიანი ან ისეთი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისთვის, რომელთაც ჰყავთ ახალშეძენილი შვილი ან შვილები. იპოთეკური სესხით შესაძლებელი იქნება როგორც ბინის, ასევე კერძო სახლის შეძენა. ასე რომ, ეს ძალიან კარგი პროგრამაა, რომელსაც უკვე დავიწყებთ და დღეს ოფიციალურად გამოვიტანთ ამ პროგრამას“, – განაცხადა ღარიბაშვილი.