ირაკლი ღარიბაშვილი - ინფლაციის შესამცირებლად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში 0,9 პროცენტია, რაც დიდი მიღწევაა მაშინ, როცა მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ინფლაციის შესამცირებლად ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და აგვისტოში 0,9 პროცენტია, რაც დიდი მიღწევაა მაშინ, როცა მაღალი ინფლაცია გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ქვეყანაში მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება. მისივე თქმით, იანვარ-ივლისში 7,2-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, ინფლაციის შესამცირებლად მთავრობამ საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადადგა.

„მინდა, ჩვენი ეკონომიკური მდგომარეობის ერთგვარი მიმოხილვა გავაკეთო. მაღალი ეკონომიკური ზრდა გრძელდება, იანვარ-ივლისში ჩვენი ეკონომიკური ზრდა არის 7,2 პროცენტი. ასევე, მინდა, ვთქვა, რომ ინფლაცია იყო გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ინფლაციის დასარეგულირებლად, დასაწევად საკმაოდ ეფექტური ნაბიჯები გადავდგით და 0,9 პროცენტი არის ინფლაცია აგვისტოს თვეში, რაც ძალიან დიდი მიღწევაა მაშინ, როდესაც მაღალი ინფლაცია, მაღალი ფასები ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება ევროპაში, ამერიკაში, განვითარებულ სამყაროში“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.