ირაკლი ღარიბაშვილი - იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი, მარტივად შეიძლება კანონის გაუქმებაც, შეცვლაც, ახლის მიღებაც
იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი, მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმებაც, შეცვლაც, ახლის მიღებაც, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დღეს ქვეყანა არ არის მზად, რომ გახდეს წევრი ქვეყანა.
„საუბარია, რომ „გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ მიღებით რაღაც შეიძლება, შეიცვალოს და იქნება შემაფერხებელი ბარიერი. ქვეყანამ მაქსიმუმს მიაღწია, პიკი შარშან, დეკემბერში იყო, გავხდით კანდიდატი ქვეყანა. შემდეგი ეტაპი გაწევრიანებაა. დღეს ქვეყანა არ არის მზად, გახდეს წევრი ქვეყანა, ხომ მეთანხმებით? არ არის კონსესუსი, რომ დღესვე შეიძლება, გახდეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი, მით უმეტეს, ამდენი პრობლემაა და მთელი დრო დასჭირდება ამას. დღეს არ არის ევროკავშირი მზად გაფართოებისთვის და ამას დრო დასჭირდება. შემდეგი ნაბიჯები ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ძალიან მარტივად, მინდა, გითხრათ, თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა მზად იქნება და გვეტყვიან, ხვალვე გახდებით ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ძალიან მარტივად შეიძლება, ამ კანონის გაუქმებაც, გადახედვა, შეცვლა, ახლის მიღებაც. ასე რომ, ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი ძალიან კარგად არის“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.