ირაკლი ღარიბაშვილი - ილია ელოშვილი გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ მოქალაქეების გვერდით დგომით იცნობდნენ
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური უსამძიმრებს და თანადგომას უცხადებს ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს.
„ლია გახლდათ გამორჩეული საჯარო მოხელე, ქვეყნის დიდი პატრიოტი, პროფესიონალი, ვისაც მუდამ თანამოქალაქეთადმი გვერდში დგომით იცნობდნენ. მისი წასვლა დიდი დანაკლისია ქალაქისთვის, ქვეყნისთვის, ახლობლებისა და მეგობრებისთვის.
ამ მძიმე წუთებში, ვუსამძიმრებ და თანადგომას ვუცხადებ ილია ელოშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს”, – აღნიშნავს პრემიერი.