ირაკლი ღარიბაშვილი - იაირ ლაპიდთან შეხვედრაზე კვლავ დავადასტურეთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრ და ალტერნატიულ პრემიერ-მინისტრ იაირ ლაპიდთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„ძალიან კარგი საუბარი მქონდა იაირ ლაპიდთან. წელს აღინიშნება ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლის იუბილე და კვლავ ვადასტურებთ ჩვენი სამაგალითო და მეგობრული ურთიერთობების შემდგომი განვითარების იდეისადმი ერთგულებას“, – აღნიშნულია პრემიერის „ტვიტერში“.