ირაკლი ღარიბაშვილი - გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია
გვინახავს „ნაციონალური მოძრაობის“ ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები, კარგად ვიცით მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ, ჩვენი დაპირებები რეალისტურია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, „ქართული ოცნება“ იმაზე მეტს გააკეთებს მოსახლეობისთვის, ვიდრე საარჩევნო კამპანიის დროს ჰპირდებოდა ამომრჩეველს.
„სააკაშვილს და მელიას, რომლებმაც ერთხელ უკვე დაანგრიეს ქვეყანა, მეორედ ამის უფლებას არ მივცემთ. ცრუ, გაუგებარი და აბსურდული დაპირებები გვინახავს, კარგად ვიცით მათ შორის მათი მმართველობის დროს როგორ ტყუილებში გვაცხოვრებდნენ. შესაბამისად, ეს არ არის საინტერესო. რა დაპირებაც გვქონია და გვაქვს ჩვენ, რეალისტურია და ეს არის ის, რაც შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ ჩვენი მოსახლეობისთვის. გპირდებით, კიდევ უფრო მეტს გავაკეთებთ, ვიდრე ეს იყო საარჩევნო კამპანიის დაპირება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.