ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე სხვა კომერციულ ბანკებთან, ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა გვაქვს შექმნილი, რაც თავად ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა აღნიშნეს
ირაკლი ღარიბაშვილი - გვაქვს კომუნიკაცია, როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე სხვა კომერციულ ბანკებთან, ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა გვაქვს შექმნილი, რაც თავად ამერიკელმა და ევროპელმა კოლეგებმა აღნიშნეს

გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე სხვა კომერციულ ბანკებთან. ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა გვაქვს შექმნილი, რაც თვითონ ამერიკელმა, ევროპელმა და ბრიტანელმა კოლეგებმა აღნიშნეს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, ღარიბაშვილის თქმით, სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.

„ვფიქრობ, აქაც სანერვიულო არაფერი გვაქვს, არც საბანაკო სისტემას, არც საფინანსო ინსტიტუტებს. ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია როგორც ეროვნულ ბანკთან, ისე სხვა კომერციულ ბანკებთან. ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი სამაგალითო სისტემა შექმნილი. ეს აღნიშნეს თვითონ ამერიკელებმა, ევროპელებმა და ბრიტანელმა კოლეგებმა, ჩამოსული იყვნენ რამდენიმე თვის წინ და თქვეს, რომ სამაგალითო სისტემა აქვს აწყობილი მთავრობას. სანქციების დარღვევის არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა, არცერთი ფაქტი, მაშინ როდესაც ვრცელდებოდა დეზინფორმაცია მთელ მსოფლიოში და სააკაშვილის დედა აფინანსებდა მილიონობით კამპანიას, მილიონებს იხდიდა იმაში, რომ ჩვენი ქვეყნის იმიჯი დაზიანებულიყო“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.