ირაკლი ღარიბაშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
ირაკლი ღარიბაშვილი გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსახიობ გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

„მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი მსახიობის გუჯა ბურდულის გარდაცვალების გამო.

მან ღირსება, ვაჟკაცობა და თავმდაბლობა თავის გმირებში განასახიერა და ისეთი დაუვიწყარი სახეები შექმნა, რომლებმაც მაყურებლის სიყვარული დაიმსახურეს.

ვუსამძიმრებ გუჯა ბურდულის ოჯახს, ახლობლებსა და ქართველ მაყურებელს ასეთი დიდი დანაკარგის გამო“, – აღნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

მსახიობი ელგუჯა (გუჯა) ბურდული 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.