ირაკლი ღარიბაშვილი - გპირდებით, კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული პირობების უზრუნველსაყოფად
ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად“,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსების 30 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერის თქმით, 30 წელია ქართველი სამხედროები საქმითა და თავდადების პირადი მაგალითებით ამტკიცებენ, რომ ქართველებს სამშობლოს დაცვა სისხლში აქვთ გამჯდარი.
„განვლილი 30 წლის განმავლობაში, ოკუპაციისა და გამოწვევების მიუხედავად, მიღებული გამოცდილებით, შრომითა და თავდადებით, წვრთნებით და მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობით თავდაცვის ძალები ჩამოყალიბდა როგორც თანამედროვე, მოტივირებული, ბრძოლისუნარიანი და ნატო-სთან თავსებადი ძალა. ის დღეს ქვეყანაში ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ნდობის მქონე სახელმწიფო ინსტიტუტია. ჩემთვის დიდი პატივი იყო და მეამაყება, რომ ამ პროცესში, მინისტრის რანგში ქმედითი ნაბიჯები გადავდგით თავდაცვის ძალების გაძლიერების, აღმშენებლობისა და განვითარების მიმართულებით. პრემიერ-მინისტრის რანგში კი გპირდებით, გაგრძელდება და კიდევ უფრო გაძლიერდება ჩვენი ძალისხმევა თავდაცვის ძალების განმტკიცების, თანამედროვე, ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების დანერგვის, შეიარაღების მოდერნიზების და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების უზრუნველსაყოფად“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.