ირაკლი ღარიბაშვილი GLOBSEC-ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე - სლოვაკეთთან პოლიტიკური კავშირების გარდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს კვლევით და ანალიტიკურ სექტორებთან ურთიერთობების განმტკიცებას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი GLOBSEC-ის დამფუძნებელთან და პრეზიდენტთან, რობერტ ვასთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები.
„მქონდა სასიამოვნო შეხვედრა რობერტ ვასთან (GLOBSEC). სლოვაკეთთან პოლიტიკური კავშირების გარდა, არსებითი მნიშვნელობა აქვს კვლევით და ანალიტიკურ სექტორებთან ურთიერთობების განმტკიცებას. განვიხილეთ სამომავლო თანამშრომლობის ახალი პერსპექტივები და შესაძლებლობები“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.