ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი შარვაშიძეს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი გიორგი შარვაშიძეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილ რექტორს, გიორგი შარვაშიძეს შეხვდა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა გიორგი შარვაშიძეს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.