ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო, მისი სახით საზოგადოებამ დაკარგა ნამდვილი პატრიოტი, პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტის წევრის, ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ირაკლი ხახუბიას სახით, „ქართულმა ოცნებამ“, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს პარლამენტის წევრის, ბატონი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო. მისი სახით, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, პარლამენტმა და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ ქვეყნის ნამდვილი პატრიოტი, მაღალი რანგის პროფესიონალი და ღირსეული ადამიანი დაკარგა.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონი ირაკლის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და კოლეგებს“,- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.
ფოთის, სენაკისა და ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დღეს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.