ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ტრაგედიის გამო, სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა
ირაკლი ღარიბაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში ტრაგედიის გამო, სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი აჭარისა და იმერეთის რეგიონებში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ აჭარისა და იმერეთის რეგიონებში დატრიალებული ტრაგედიის გამო. სამწუხაროდ, სტიქიამ ჩვენი არაერთი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა.

გულწრფელ სამძიმარს და თანაგრძნობას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებსა და ახლობლებს, მთლიანად ჩვენს საზოგადოებას“, – წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.

ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გადარჩენილია ერთი მოქალაქე, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.