ირაკლი ღარიბაშვილი - გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე
გერმანიის პრეზიდენტთან ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს მთავრობა გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას აფასებს.
„ამ ისტორიული ვიზიტის ფარგლებში, მქონდა პატივი, შევხვედროდი გერმანიის პრეზიდენტს. ვაფასებთ გერმანიის პრეზიდენტის მხარდაჭერას. დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრეთ რეგიონში არსებულ ვითარებაზე და საქართველო-გერმანიის პარტნიორობაზე“,- წერს პრემიერ-მინისტრი.