ირაკლი ღარიბაშვილი - გარკვეული დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს, არ უნდა მოვეშვათ, პირბადე და აცრა არის გამოსავალი
გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალია, რადგან ეკონომიკური ზრდა და ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს.
„რაც შეეხება პანდემიას გარკვეული დამშვიდების კონტურები, დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა ამან არ უნდა წაგვახალისოს და არ უნდა მოვეშვათ. ძალიან მობილიზებულად, მაქსიმალურად უნდა დავასტაბილუროთ ვითარება. პირბადე და აცრა არის ამ ვითარებაში გამოსავალი, რადგან ეკონომიკური ზრდა და ჩვენი ქვეყნის განვითარება გაგრძელდეს, ჩვენი მოქალაქეები დავიცვათ შემდგომი გართულებებისგან. ყველაფერი არის მართული, ყველაფერი არის კონტროლის ქვეშ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.