საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი განათლებისა და მეცნიერების ახალ მინისტრს დღეს წარადგენს.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა დღეს, 14:00 საათზე გაიმართება.
განათლების მინისტრის თანამდებობას 2019 წლიდან დღემდე მიხეილ ჩხენკელი იკავებს.
გავრცელებული ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის. ამილახვარი 2021 წლიდან საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს ხელმძღვანელობს.