ირაკლი ღარიბაშვილი „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში ლანჩხუთში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.
როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ აღნიშნა, ლანჩხუთში რეაბილიტაცია უტარდება ცენტრალურ მოედანს, ცენტრალურ პარკს და საავტომობილო მაგისტრალიდან ლანჩხუთში შესასვლელი კვანძის მიმდებარე ტერიტორიას.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება 12 შენობას და პარკს, რომლის საერთო ღირებულება 5.1 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. პრემიერ-მინისტრთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლანჩხუთში აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.