ირაკლი ღარიბაშვილი - გამოწვევების მიუხედავად, ვახერხებთ, რომ ლარი სტაბილურია, გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, 220 000 სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში, მტრებს ეს არ უხარიათ
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მიუხედავად გამოწვევებისა, ქვეყანას მართავს პატრიოტი ძალა, რომელმაც ბევრი სიკეთე მოიტანა.
ღარიბაშვილმა ყურადღება გაამახვილა დაგეგმილ პროექტებზე, ეკონომიკურ ზრდასა და ახალ სამუშაო ადგილებზე.
„მადლობა ღმერთს, რომ დღეს ხელისუფლებაში არის პატრიოტი ძალა, ის ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, ძალიან ბევრი მასშტაბური პროექტი გვაქვს დაგეგმილი. ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს – ინფრასტრუქტურა, სკოლების მშენებლობა; ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს ძალიან მაგარი წინსვლა, ბოლო ორი წელია, უპრეცედენტო, ორნიშნა ზრდა. გამოწვევების მიუხედავად, ვახერხებთ, რომ ლარი არის სტაბილური, გამყარებული, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს, 220 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა ბოლო ორ წელიწადში ქვეყანაში, მშპ, მთელი ქვეყნის ეკონომიკა გაიზარდა 10 მილიარდი დოლარით, პერ კაპიტა, უკვე 8 000 დოლარზე გავდივართ. რა თქმა უნდა, ეს ჩვენს მტრებს არ უხარიათ, მათი სურვილია საბოტაჟი და დესტრუქცია“, – აღნიშნა პრემიერმა.