ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაინტერესებს სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, პატიმარია, კეთილი ინებოს, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში
ირაკლი ღარიბაშვილი - არ მაინტერესებს სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, პატიმარია, კეთილი ინებოს, ბოლომდე მოიხადოს სასჯელი საქართველოში

ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ლანჩხუთში, გურიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს, ხოლო ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად.

„ნამდვილად არ მაინტერესებს გაკოტრებული პოლიტიკოსების, ხელმოცარული პოლიტიკოსების საფუძველმოკლებული განცხადებები. ერთი რამ ვიცი, ამ ქვეყანაში ყველა უნდა დაემორჩილოს კანონს. ვინც გაბედა და კანონზე მაღლა დააყენა თავისი თავი, ყველამ ნახეთ, როგორი ადგილი მივუჩინეთ, მათ შორის ვაჟბატონ მელიას და ყველას, იგივე პატიმარ სააკაშვილს. ყველა მოქალაქე, ვინც კანონს დაარღვევს, დაისჯება შესაბამისად. დანარჩენი სპეკულაციები, გადაყვანა-გადმოყვანა, არ მაინტერესებს, პატიმარია, კეთილი ინებოს, მოიხადოს ბოლომდე სასჯელი საქართველოში. ყოველგვარი საუბარი გადაყვანაზე და ა.შ. არის სრული სპეკულაციები. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არაადეკვატურია. არავითარი საფუძველი არ არსებობს და ყველას მოგიწოდებთ, შევინარჩუნოთ მშვიდობა, გავუფრთხილდეთ ამ მონაპოვარს, რაც არის მშვიდობა, სტაბილურობა და ვიფიქროთ განვითარებაზე, შენებაზე“, – აღნიშნა პრემიერმა.