ირაკლი ღარიბაშვილი გახარიასთან დაკავშირებულ კითხვაზე - ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველაფერს დაერქმევა სახელი
ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი, ყველას და ყველაფერს დაერქმევა სახელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ღარიბაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის კითხვას ყოფილ პრემიერთან დაკავშირებით, „თუ რამდენად ძლიერი კონკურენტია გიორგი გახარია“.
„გახარიაზე რა უნდა გითხრათ, გუშინ გავაკეთეთ კომენტარი. ყველა ადამიანის ქმედებას გაეცემა საკადრისი პასუხი. და ყველას და ყველაფერს დაერქმევა სახელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.