ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტს აბდულა შაჰიდს შეხვდა. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში საქართველოსა და ორგანიზაციის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები.
„ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე და გაერო-ს მნიშვნელოვან როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში. პრემიერ-მინისტრმა გენერალური ასამბლეის პრეზიდენტს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მშვიდობისა და უსაფრთხოების, ადამიანის უფლებათა დაცვის, მდგრადი განვითარებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებს.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერო-ს რეზიდენტ-კოორდინატორის მოვალეობის შემსრულებელი, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი საქართველოში ქემლინ ფერლი, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის პრეზიდენტის კაბინეტის უფროსის მოადგილე ფერნანდო ანდერს მარანი, სამართლებრივ, საბიუჯეტო და რეფორმის საკითხებზე გუნდის ხელმძღვანელის მოადგილე ინგა ყანჩაველი. საქართველოს მხრიდან შეხვედრას საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე ესწრებოდნენ“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.