ირაკლი ღარიბაშვილი - გაერო-ს გენერალურ მდივანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა
ირაკლი ღარიბაშვილი - გაერო-ს გენერალურ მდივანთან ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა

ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურ მდივან ანტონიუ გუტერეშთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, შეხვედრაზე კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მექანიზმები და რუსეთის ოკუპაციის საკითხი განიხილეს.

„ამ პროცესში გაერთიანებული ერების ჩართულობისთვის მადლობა გამოვთქვი და უფრო აქტიური ჩართულობის საჭიროებას გავუსვი ხაზი უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევების კონტექსტში“, – წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.