ირაკლი ღარიბაშვილი - გადაამოწმონ ექსპერტებმა, რატომ არ დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში
„თიბისი ბანკმა“ ანაკლიის პორტის პროექტი, როგორც მახსოვს 2016 წელს მოიგეს ეს ტენდერი. გადაამოწმონ, რატომ მოხდა ვადების დარღვევა და რატომ არ დაიწყო ამ პორტის მშენებლობა, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცინების” პოლიტიკურმა მდივანმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია ,,პირველის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ექსპერტები ჟურნალისტებმა უნდა დაინტერესდნენ, რა მიზეზით ვერ მოხერხდა სამი წლის განმავლოაბში პროექტის დაწყება.
„ხომ არ იყო საქმე, პრობლემა იმასთან, რომ უბრალოდ დაფინანსება მათ ვერ მოიპოვეს თავის დროზე, ან უბრალოდ არ იყო დაფინანსებადი პროექტი. მე არ ვიცი, ამით დაინტერესდნენ ექსპერტები. თუ პირობითად, ჰიპოტეტურად წარმოიდგინეთ, რომ ივანიშვილს აინტერესებდა ეს პორტი, ვინ დაუშლიდა ამ პორტის პროექტში ჩართულობას? – ვერავინ. მისი ფინანსური რესურსებიც საქართველოში მცხოვრები ყველა რესურსს აღემატება. მეორე მხრივ, სხვა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო?! უფრო მეტი გარანტია, თუნდაც უცხოელი ინვესტორებისთვის, რა იქნებოდა, რომ ყოფილიყო ბატონი ივანიშვილი ჩართული ამ პროექტში. ეს პროცესი იყო აბსოლუტურად თავისუფალი, მიშვებული და გამჭვირვალე, არავინ არ ჩაერია ამ პროექტში. გავიდა სამი წელი, პორტი აშენდა? მე კითხვას ვსვამ, აშენდა პორტი? არა! მეორე საკითხია, სახელმწიფოს კონტრიბუცია რამდენია პორტში, 200 მილიონამდე კერძო პროექტის მიმართ, გარდა მხარდაჭერისა. მითხარით ახლა თქვენ, რა მიიღო კონკრეტულმა ბიზნესმენმა, ამ შემთხვევაში ბატონმა ხაზარაძემ მთავრობისგან? როგორ ფიქრობთ, თქვენ გაპატიებდნენ 17 მილიონი დოლარის ოპერაციის ასეთ ფორმებში ჩატარებას? არავინ არ გაპატიებდათ არც თქვენ არც მე და არავის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.