ირაკლი ღარიბაშვილი - ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, ჩვენი ამოცანა წელს უნდა იყოს ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება
იცით, რომ ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ფასების დარეგულირებაზე, ფასების კლებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფასებმა მნიშვნელოვნად დაიწია საწვავზე, პროდუქტებზე, სურსათზე, პურზეც.
„მინდა, ყველას მადლობა გადავუხადო, ვინც მთავრობას ამ პოლიტიკის განხორციელებაში გამოჰყვა და საკმაოდ ადეკვატური ნაბიჯები გადაიდგა მათი მხრიდანაც. ასე რომ, ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ნიშნულის, ინფლაციის 5%-იანი ნიშნულის შენარჩუნება წელს, მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნება და ახლა ასეთი მნიშვნელოვანი მასშტაბური პროექტების კეთებაა“, – განაცხადა პრემიერმა.