ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს
ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ესპანეთში მესამე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის დაწყების წინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სამიტის ფარგლებში მონაწილეობას მიიღეს განხილვაში მრგვალი მაგიდის ფორმატში.
„ჩვენი მთავარი გზავნილი იქნება, რომ საქართველო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს. მონაწილეობას მივიღებ მრგვალი მაგიდის ფორმატში. ჩვენთვის მთავარი არის, რომ აღიარება მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ, როგორც ევროპული პერსპექტივის მქონე ქვეყანამ. ახლა საჭიროა, გადაიდგას შემდგომი ნაბიჯი ევროპელი კოლეგების მხრიდან და ქვეყანამ მიიღოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი, ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი. რა თქმა უნდა, განხილვის თემა იქნება გეოპოლიტიკური ვითარება, რეგიონში მიმდინარე ურთულესი ვითარება, უკრაინაში ომი და აქედან გამომდინარე, ჩვენთვის გამოწვევები. ვფიქრობ, საკმაოდ ნაყოფიერი იქნება ჩვენი მონაწილეობა კონფერენციაში“, – განაცხადა პრემიერმა.