ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პერსპექტივის მინიჭებით სპეკულაცია და ვარაუდი, სად დგას საქართველო, მოიხსნა, ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპული პერსპექტივის მინიჭებით სპეკულაცია და ვარაუდი, სად დგას საქართველო, მოიხსნა, ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში

ვინ გვესაუბრება ევროინტეგრაციაზე და ვინ ჰპირდება ჩვენს მოსახლეობას ევროპულ მომავალს? კიდევ ვუბრუნდები იმ საკითხს, რომ ამ ადამიანებს აბსოლუტურად არაფერი არ გაუკეთებიათ ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის მიმართულებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის მეთაურს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

ირაკლი ღარიბაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ევროპული პერსპექტივა არის ისტორიული გადაწყვეტილება.

„ევროპული პერსპექტივა არის, მე ვიტყოდი, ისტორიული გადაწყვეტილება. მანამდე, თქვენ გახსოვთ, რომ ძალიან ბევრი სკეპტიციზმი არსებობდა ევროპის დედაქალაქებში, ზოგი გეოგრაფიას მოიხსენიებდა, ზოგი ძალიან ბევრ კრიტიკას გამოთქვამდა, მათ შორის, ახსენებდნენ რუსულ ოკუპაციას და ა.შ. ევროპული პერსპექტივის მინიჭებით ყოველგვარი სპეკულაცია და ვარაუდი, სად დგას საქართველო, მოიხსნა. ევროპამ ხმამაღლა თქვა, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ქვეყანა გახდება ევროკავშირის წევრი. ამ გზაზე, რა თქმა უნდა, შემდეგი ეტაპი არის კანდიდატის სტატუსი, რომელიც, უბრალოდ, სიმბოლური გადაწყვეტილებაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ამიტომ ამ მიმართულებით ჩვენ, ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ და ყველაფერს ვაკეთებთ. დარჩენილია ერთადერთი შესასრულებელი ვალდებულება, რომელიც უკავშირდება პოლარიზაციის დასრულებას. ეს ვალდებულება არის ერთობლივად შესასრულებელი, მთავრობის, ხელისუფლების, პარლამენტისა და ოპოზიციის“, –  განაცხადა ღარიბაშვილმა.