ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში, ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ, ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.
მათივე ცნობით, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.