ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპელ კოლეგებთან ჩემი ერთ-ერთი მთავარი სათქმელი იყო, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას
ერთ-ერთი მთავარი სათქმელი, რაც ჩამოვიტანე ჩვენს ევროპელ კოლეგებთან, იყო შემდეგი, რომ თუ რეალურად ევროპას და ჩვენს ევროპელებს სურთ, რომ იხილონ მინიმიზებული პოლარიზაცია, მათ ვუთხარი, რომ სტატუსის მონიჭება ავტომატურად შეამცირებს, მინიმუმამდე დაიყვანს ქვეყნის შიგნით არსებულ პოლარიზაციას, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მოლდოვაში გამართული განხილვების შემდეგ განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პოლარიზაციის ხარისხი ავტომატურად დაიწევს.
„ევროპელმა კოლეგებმა ეს არგუმენტი მოისმინეს და ვფიქრობ, გაიზიარეს. თუ რომელიმე ხელისუფლებამ რაიმე კონკრეტული, ხელშესახები გააკეთა ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის, ნატო-ს გზაზე, ეს ვართ ჩვენ. პირადად მე მქონდა პატივი, ხელი მომეწერა ასოცირების შეთანხმებაზე, თავისუფალ ვაჭრობაზე, უვიზო რეჟიმი გაიხსნა. მქონდა პატივი ხელი მომეწერა ოფიციალურ განაცხადზე და მივიღეთ ევროპული პერსპექტივა. რაც შეეხება ნატო-ს, ჩვენ არ შეგვიჩერებია ძალისხმევა. ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი ჩვენი ჯარების ავღანეთში, მანამდე – ერაყშიც. ჩემი პრემიერობის დროს გავაგზავნეთ ცენტრალურ აფრიკაში ჩვენი ჯარი. ვფიქრობ, ჩვენი სურვილი, მოტივაცია მოიტანს კონკრეტულ შედეგებს. ვფიქრობ, ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ მაქსიმუმი, რომ კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ქვეყანა ევროპას და ნატო-ს“, – განაცხადა ღარიბაშვილი.
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მეორე სამიტში მონაწილეობდა.