ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, „ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობის ქვაკუთხედია
ირაკლი ღარიბაშვილი - ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, „ასოცირებული ტრიოს“ თანამშრომლობის ქვაკუთხედია

ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას სახელით გამართულ სამუშაო სადილს, რომელიც „ასოცირებული ტრიოსა“ და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების პატივსაცემად, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, „ასოცირებული ტრიოს“ ქვეყნების ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია.

„გიტანას ნაუსედასა და ევროკავშირის ლიდერებთან გამართული სამუშაო სადილის ფარგლებში, ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის „ასოცირებული ტრიოს“ საკითხებზე. ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირება დემოკრატიის კონსოლიდაციის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის გზით, ჩვენი ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობის ქვაკუთხედია“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.