ირაკლი ღარიბაშვილი - ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ, ჩვენი ხალხი ბრძენია
ზურაბ ჯაფარიძე არის ერთპროცენტიანი პარტიის ლიდერი, რამდენად დიდ უტოპიაშია და როგორ წამლავს საზოგადოებას, ეგ სხვა საკითხია, მათ შორის – თავის ახალგაზრდებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ვერაფერს მოაწყობენ.
„ეს ერთპროცენტიანი, ხელმოცარული, გაკოტრებული, ანტიეროვნული ძალები ჩვენს ქვეყანაში ვერაფერს მოაწყობენ. ჩვენი ხალხი ბრძენია, ძალიან კარგად ხედავს, რაც ხდება. ჩვენ მთავარი შევინარჩუნეთ, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა და არა მხოლოდ შევინარჩუნეთ, ჩვენ ქვეყანა გადავარჩინეთ. ეს ნეოფაშისტები და ასეთი ულტრარადიკალები რომ ყოფილიყვნენ ხელისუფლებაში, ვინმეს ეჭვი გეპარებათ, რომ აქ დღეს მშვიდად გამოვიდოდით? ქვეყანა აღარ გვექნებოდა, მეგობრებო. ქვეყანას ესენი გაადააქცევდნენ მეორე პოლიგონად, ეს იყო მიზანი. ახლა ბატონი მეკითხებოდა, რომ არახამიას უნდოდაო? არახამიას კი არა, უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ მათ უნდოდათ მეორე ფრონტის გახსნა საქართველოში. თქვენ ქართველები ხომ ხართ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ხომ ხართ, ამაზე რატომ არ შეგტკივათ გული? ე.ი. ვიღაცას, უცხო ქვეყნის მოქალაქეს თქვენს ქვეყანაში უნდოდა მეორე ფრონტის გახსნა, პოლიგონად გადაქცევა ჩვენი ქვეყნის. ხედავთ, რაც ხდება უკრაინაში და თქვენ ამაზე პროტესტიც კი არ გაქვთ, რეაქცია არ გაქვთ, პოზიციას არ გამოხატავთ და იმეორებთ ერთსა და იმავეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.