ირაკლი ღარიბაშვილი - ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი
ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, კახა კალაძეც, ბუნებრივია, როგორც თბილისის მერი და მომავალი მერი, ასევე ესაუბრება ყველა ამომრჩეველს.
„ერთი რამ მინდა ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, მე ვარ ყველას პრემიერ-მინისტრი და არ ვარ მხოლოდ „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი; ბუნებრივია, საარჩევნო კამპანიის დროს ჩვენ გვიწევს უფრო მეტი კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ველაპარაკებით მთელს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვესაუბროთ, მათ შორის სააკაშვილის მხარდამჭერებს, ვინაიდან ისინი, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ არიან არასწორ გზაზე და შეცდომაში არიან შეყვანილი. ამიტომ, მეტი აქტიური კომუნიკაცია და მეტი საუბარია მათთან საჭირო, რათა მთელი ერი გავაერთიანოთ და რეალურად გადავიდეთ საქმის კეთებაზე, სიღარიბის დაძლევაზე, სამუშაო ადგილების შექმნაზე და ქვეყნის გაერთიანებაზე, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. აღარ მაინტერესებს აღარც მოღალატე, აღარც პატიმრები, არავინ მაინტერესებს, გარდა ჩვენი ხალხისა და ჩვენი საქმისა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.