ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანის შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მთავრობის წევრებთან ერთად, სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის მიწვევით ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება.

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილმა ნიკოლ ფაშინიანთან ქალაქ დილიჟანში სამუშაო შეხვედრა გამართა. კოლეგებმა შეხვედრაზე საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ლოგისტიკისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერი თანამშრომლობა.

მხარეებმა საუბრისას ყურადღება დაუთმეს რეგიონში არსებულ ვითარებას და არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. ასევე მზადყოფნა გამოითქვა ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობაზე და არსებული მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობის გაღრმავებაზე.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.