ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევა მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას
მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს და ეკლესიის წინააღმდეგ, ეს არის კლასიკური მაგალითი იმისა, როგორ ებრძვიან სახელმწიფოს და მთავარ ფუნდამენტს, ეკლესიას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ოზურგეთში განუცხადა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მოსახლეობა მარტივი არჩევანის წინაშე დგას, ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“ და მეორე მხარეს არის ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა.
„ჩვენ პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ თავდასხმას ეკლესიაზე, მეუფეებზე, მღვდელმთავრებზე, ეკლესიის წარმომადგენლებზე. მე მინდა გამოვეხმაურო ერთ-ერთი ყველაზე ანტისახელმწიფოებრივი და ბინძური პოლიტიკის გამტარებელ გვარამიას შეტევას მეუფე შიოს წინააღმდეგ და არა მხოლოდ მეუფე შიოს, მთელი ეკლესიის წინააღმდეგ. ეს არის კლასიკური მაგალითი, როგორ ებრძვიან ისინი სახელმწიფოს, ეკლესიას – მთავარ ფუნდამენტს. ჩვენი მოსახლეობის წინაშე დღეს ძალიან მარტივი არჩევანია. ერთის მხრივ არის ხალხის სამსახურში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელმაც უკვე სამჯერ მიიღო ხალხის მანდატი და მეორე მხარეს არის ეს ანტისახელმწიფოებრივი, ხალხის მჩაგვრელი, მწამებელი და ეკლესიის მტერი გვარამია-სააკაშვილ-მელიას კრიმინალური ბანდა, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდება და ქვეყანა მშვიდობიან განვითარებას გააგრძელებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.