ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე
ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე

ერთ-ერთი მთავარი ანტიგმირი მიხეილ სააკაშვილი გუშინ საუბრობდა ომზე, იმის ნაცვლად, რომ მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე, – ამის შესახებ მარნეულში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის მიხეილ სააკაშვილის გუშინდელი განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დღევანდელი ხელისუფლება ხალხზე ორიენტირებულია, რომელიც ავითარებს ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს და ემსახურება ხალხს.

„გუშინ ვუყურებდი ერთ-ერთ მთავარ ანტიგმირს, ყოფილ პრეზიდენტ სააკაშვილს, რომელიც თავის ტელეკომპანია „მთავარ არხზე“ გამოდიოდა და ისევ საუბრობდა ომზე. ჟურნალისტი, რა თქმა უნდა, ეკითხებოდა წინასწარ შეთანხმებულ კითხვას, ომი რომ იყოს დღეს, რა მოხდებოდაო. წარმოიდგინეთ, მეგობრებო, იმის ნაცვლად, რომ ჩვენს მოსახლეობას ველაპარაკოთ მშვიდობაზე, სტაბილურობაზე, ეს ადამიანები ისევ ფიქრობენ რევოლუციაზე, დანგრევაზე, ომებზე. აი, ეს სამარცხვინო სიტუაცია აღარ განმეორდება ჩვენს ქვეყანაში. ჩვენ კარგად ვიცით, ხალხი ბრძენია, ხალხმა გადაწყვიტა ის, რომ ეს მჩაგვრელი, მართლაც ანტისახელმწიფოებრივი ძალა, ჩამოაშორა ჩვენს ქვეყანას რვა წლის წინ და დამყარდა მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენ ვართ, მართლაც, ხალხზე ორიენტირებული ხელისუფლება და მთავრობა. შეცდომები განა არ მოგვდის, მოგვდის შეცდომები, რა თქმა უნდა, მაგრამ ეს არის შეცდომები. ყველა ადამიანს მოსდის შეცდომა. მმართველი არ არის გამონაკლისი და გამორჩეული ადამიანი. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ, ყველს მოსდის შეცდომაც, ხარვეზები, მაგრამ ამ ყველაფერს ჩვენ ვასწორებთ. რაც მთავარია, მივდივართ წინ, ვავითარებთ ქალაქებს, სოფლებს, რაიონებს, მუნიციპალიტეტებს, ვემსახურებით მოსახლეობას და ხალხს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.