ირაკლი ღარიბაშვილი - ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასებაა, სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ
არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი – სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ზესტაფონის მერობის კანდიდატის, ვასილ გველესიანის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ქართველი ხალხისთვის.
„არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო რატი ბრეგაძის ერთ-ერთ ნათქვამს, მან შედარება გააკეთა და ახსენა, რომ სააკაშვილის დროს მართლაც ბოლშევიზმი იყო საქართველოში დამკვიდრებული. უფრო მეტიც, შეგახსენებთ, რომ არჩევნებამდე საქართველოში ევროპიდან ჩამოსული იყო სადამკვირვებლო მისია და ერთ-ერთი ევროპელი დამკვირვებლის შეფასება იყო შემდეგი – სააკაშვილის დროს საქართველოში დამკვიდრებულია ლენინიზმიო. კაცი აღშფოთებული, გაოგნებული იყო და ეს იყო მისი დაკვირვება და ანალიზი, რომ მართლაც ლენინიზმი იყო და ეს იყო გზა ავტორიტარიზმისა და დიქტატურისკენ. ეს, რა თქმა უნდა, არის საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩვენთვის და ჩვენი ხალხისთვის და ახლა ჩვენ ვირჩევთ ღირსეულ მომავალ თაობას, რომელიც მოემსახურება და კიდევ უფრო მეტს გაუკეთებს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.