ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა
ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ერაყის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის ხელმძღვანელს, პრემიერ-მინისტრს, მასრურ ბარზანის შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქურთისტანის რეგიონის მთავრობის ხელმძღვანელთან ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირაკლი ღარიბაშვილი მასრურ ბარზანის დუბაიში შეხვდა.