ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები გვაქვს, პირველ კვარტალში ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები გვაქვს, პირველ კვარტალში ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა

ეკონომიკის მიმართულებით დადებითი ტენდენციები გვაქვს, პირველ კვარტალში ქვეყანაში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკის მიმართულებით დადებით ტენდენციებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები.

„მინდოდა, კიდევ ერთხელ აღმენიშნა, რომ ჩვენ ძალიან დადებითი ტენდენციები გვაქვს ეკონომიკის მიმართულებით. ამის თაობაზე ინფორმაცია აქვს მოსახლეობას, ჩვენს საზოგადოებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები განსაკუთრებით მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს. პირველ კვარტალში თითქმის ნახევარი მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დაფიქსირდა საქართველოში, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან პოზიტიურია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.