ირაკლი ღარიბაშვილი - ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, იზრდება როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები
ეკონომიკა იზრდება, 14.4% ზრდა გვაქვს პირველ კვარტალში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები.
„უფრო კონკრეტულად მინდა, გითხრათ, რომ იანვარში ჩვენ გვქონდა 18%-იანი ზრდა, თებერვალში 14.6% იყო ჩვენი ეკონომიკის ზრდა და მარტში უკვე რეალური ზრდა – 10.6%, რაც ჯამში 14.4% გამოვიდა, რაც ძალიან სასიხარულოა. მინდა, საზოგადოებას ძალიან მოკლედ ვუთხრა, რომ იზრდება, როგორც ადგილობრივი ექსპორტი, ასევე ტურიზმი, ფულადი გზავნილები. ასე რომ, მთლიანობაში ძალიან პოზიტიური დინამიკა გვაქვს ამ მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.