ირაკლი ღარიბაშვილი - EBRD-ის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დახმარებით საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა ოთხი მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში.
„გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კლიმატის ცვლილების 26-ე კონფერენციის ფარგლებში ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტ ოდილ რენო-ბასოსთან. EBRD-ის დახმარებით, საქართველომ ბევრი მნიშვნელოვანი რეფორმა და ასობით პროექტი განახორციელა ოთხი მილიარდი ევროს ოდენობის პორტფელის ფარგლებში. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის როლი კრიტიკულად მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური გარდაქმნებისა და ევროპული მისწრაფებების გზაზე“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.