ირაკლი ღარიბაშვილი - ე.წ. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს დავით გარეჯის საქმის გადაკვალიფიცირებასა და საკუთარი დანაშაულის დამალვას
ე.წ. რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ დავით გარეჯის საქმე გადაკვალიფიცირდეს და „კარტოგრაფების საქმე“ დაერქვას, მათ მხრიდან საკუთარი დანაშაულის დაფარვას ისახავს მიზნად, – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავით გარეჯის საქმესთან დაკავშრებით დასმული კითხვის პასუხად ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, საქმეზე კონკრეტული პირების პასუხისგებაში მიცემა პროკურატურის და სასამართლოს პრეროგატივაა.
„კონკრეტული პიროვნებების პასუხისგებაში მიცემის საკითხს გადაწყვეტს პროკურატურა და სასამართლო. ეს არ არის ჩემი პრეროგატივა. მე საკითხის ირგვლივ მივეცი გამოძიებას ინფორმაცია და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ჩემი წერილის საფუძველზე დაიწყო გამოძიება. რეალურად ჩემი ხელმძღვანელობის დროს, ჩემი ხელმძღვანელობით შეგროვდა ის მასალები და ის ინფორმაცია, რომელიც მივაწოდე პროკურატურა.
საქმე ეხებოდა ძალიან მძიმე, ანტისახელმწიფოებრივ დანაშაულს. ე.წ რადიკალური ოპოზიციის მცდელობა, რომ ეს საქმე გადაკვალიფიცირდეს და სახელი დაერქვას როგორც „კარტოგრაფების საქმე“, მიუთითებს იმაზე, რომ აქ არის მათი მცდელობა, საკუთარი დანაშაული დამალონ. მიმდინარეობს გამოძიება და არ მინდა, სხვა კომენტარი გავაკეთო“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.