ირაკლი ღარიბაშვილი ძალოსან რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სახელოვანი ძალოსნის, რაფაელ ჩიმიშკიანის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
ირაკლი ღარიბაშვილი რაფაელ ჩიმიშკიანის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს.
„მისმა სპორტულმა მიღწევებმა რაფაელ ჩიმიშკიანი ქართული სპორტის ნამდვილ ლეგენდად, მსოფლიო ძალოსნობის ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგურად აქცია.
გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ ბატონ რაფაელის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.
ოლიმპიური ჩემპიონი რაფაელ ჩიმიშკიანი, 93 წლის ასაკში, 25 სექტემბერს გარდაიცვალა.