ირაკლი ღარიბაშვილი - ძალადობას ვგმობ და ვემიჯნები, მაგრამ ვინ გველაპარაკება ძალადობაზე, ძალა, რომელიც ადამიანებს კლავდა, ხოცავდა, აწამებდა, საშინელება ხდებოდა
მოძალადეები რომ გველაპარაკებიან ცალკეულ ძალადობრივ ინციდენტებზე და ფაქტებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მჯერა, გამოძიებული იქნება, არის მიუღებელი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, გმობს და ემიჯნება ყოველგვარ ძალადობას.
„ვგმობ, ძალადობას და ვემიჯნები, ყოველგვარ ძალადობას. მაგრამ მოძალადეები რომ გველაპარაკებიან ცალკეულ ინციდენტებზე და ფაქტებზე, რომლებიც, რა თქმა უნდა, საჭიროებს გამოძიებას და მჯერა, გამოძიებული იქნება ყველა ძალადობრივი ფაქტი, არის მიუღებელი. ვინ გველაპარაკება, რომელი ძალა გველაპარაკება, რომელიც ადამიანებს აუპატიურებდა, კლავდა, ხოცავდა, აწამებდა და საშინელება ხდებოდა, არც მედია იყო“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.