ირაკლი ღარიბაშვილი - დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება
ირაკლი ღარიბაშვილი - დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება

დიპლომატიურ ფრონტზე, შეერთებულ შტატებთან გუნდური თანამშრომლობით, ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით სომეხი პატიმრების გათავისუფლება, აზერბაიჯანში ნაღმების უსაფრთხო განეიტრალების უზრუნველსაყოფად საჭირო ინფორმაციის მიწოდების სანაცვლოდ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატია წარმატებით მუშაობს ძლიერ თავდაცვასა და ურთიერთდახმარებასთან ერთად.

„ბოლო ერთი წლის განმავლობაში მთელი ეს საქმიანობა გლობალური პანდემიის ფონზე ხორციელდებოდა, რომელიც არ ზოგავს არც ერთ ქვეყანას, არც ერთ ერს, არც ერთ ეკონომიკურ კლასს. საქართველომ პანდემიას თავი დააღწია განახლებული ძალებით და შემართებით, ყურადღება გაამახვილა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე და თან თავის წილ საქმეს აკეთებს რეგიონული მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. დღეს ჩვენი დემოკრატია ფორმაშია ევროკავშირისა და ამერიკელი მეგობრების ძალისხმევით, რომელსაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ხელმძღვანელობს. განახლებული მრავალმხრივი მხარდაჭერისა და ფინანსური დახმარების შედეგად, ნორმალური მდგომარეობა ბრუნდება, დემოკრატია მუშაობს და ჩვენს ეკონომიკაში აღმავლობა იწყება. გლობალური პანდემიით შექმნილი გამოწვევის შედეგი ის არის, რომ ყველამ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი პირობისა და ნაკისრი ვალდებულებების შესრულება უფრო ფართო განზომილებაში. დიახ, ჩვენი ხალხის უსაფრთხოება, დაცულობა და ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია, მაგრამ მათი მომავალი მსოფლიოში ჩვენს წარმატებულ თანამშრომლობას უკავშირდება. ეს არის ჩვენი ვალდებულება საკუთარი ხალხის წინაშე და ეს არის ჩვენი ვალდებულება თქვენ წინაშე. ამიტომ, უდავოდ შეგიძლიათ დაეყრდნოთ საქართველოს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.