ირაკლი ღარიბაშვილი - დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი
ირაკლი ღარიბაშვილი - დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ, ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი

დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან მივიღე ინფორმაცია ზემოქმედების, ჩარევების შესახებ. ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, დღევანდელი შეხვედრა იყო დახურული და საუბრის შინაარსთან დაკავშირებით ვერ ისაუბრებს.

„გეტყვით, რომ მოვისმინე ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის, ვიტყოდი – შემაშფოთებელი. იყო ინფორმაცია გარკვეული ზემოქმედების, ჩარევების შესახებ, რაც, მინდა, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, არის აბსოლუტურად მიუღებელი. ასევე, მოვისმინე ძალიან ბევრი კარგი ინიციატივა, ახალი იდეები, რომლებიც არსებობს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში და ამის თაობაზე გვქონდა საუბარი. გიდასტურებთ, რომ მივიღე ზემოქმედების შესახებ რამდენიმე ინფორმაცია. მოვისმინე დიმიტრი გვრიტიშვილისგან, სხვა მოსამართლეებისგან, საბჭოს წევრებისგან. ეს იყო დახურული შეხვედრა. ამ ფაქტებზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ალბათ მოვა დრო და ამას საზოგადოება გაიგებს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.