ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყანა „ევრობასკეტის“ მასპინძელია, მინდა, ჩვენს საამაყო კალათბურთელებს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება
დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყანა „ევრობასკეტის“ მასპინძელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქართველ კალათბურთელებს წარმატება უსურვა.
„დიდი პატივია, რომ ჩვენი ქვეყანა „ევრობასკეტის“ მასპინძელია. ჩვენ ამ ჩემპიონატს დავხვდით ღირსეულად, ყველაფერი არის მზად, რომ ღირსეულად ჩავატაროთ ეს ჩემპიონატი. მინდა, ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, ჩვენს საამაყო კალათბურთელებს ვუსურვო წარმატება და გამარჯვება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.