ირაკლი ღარიბაშვილი - დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და ისტორიული მიზნების მიღწევას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს დიდგორობას ულოცავს.
მთავრობის მეთაურის თქმით, დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით შევძლებთ ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას
„გილოცავთ დიდგორობას – ქართველთა გამარჯვების დღეს! „ძლევაი საკვირველი“ საქართველოს ძლიერების, ერთიანობის, სამშობლოსათვის ბრძოლისა და თავდადების სიმბოლოა. საუკუნეთა განმავლობაში სწორედ დიდგორის მემკვიდრეობა განსაზღვრავს ჩვენს ეროვნულ თვითშეგნებას და რწმენას, რომ ერისა და ბერის ერთად დგომით, ქვეყნის სიყვარულით, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ღირებულებათა ერთგულებით ჩვენ შევძლებთ ყველა გამოწვევის დაძლევას, ქვეყნის გამთლიანებას და ჩვენი ისტორიული მიზნების მიღწევას. გამთლიანებას, გაძლიერებას და წინსვლას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს!“, – ნათქვამია საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.