ირაკლი ღარიბაშვილი - დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
მთავრობის მეთაურის თქმით, ჯოზეფ ბორელთან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა განიხილა.
„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელსა და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან. მქონდა შესაძლებლობა, განმეხილა ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობა. დიდად ვაფასებთ ევროკავშირის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ისევე როგორც კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში”,- წერს პრემიერი.