ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ამავდროულად ჩინეთთან
ირაკლი ღარიბაშვილი - დღეს საქართველო რეგიონში არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ამავდროულად ჩინეთთან

2012 წელს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან, დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან, ასევე ჩინეთთან, ბრიტანეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ამასთან, წელს თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის, რომელიც არის მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი.

„2012 წელს საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ჰქონდა მხოლოდ დსთ-ს ქვეყნებსა და თურქეთთან. დღეს გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროკავშირთან. ბაზრების მოცულობა გაზრდილი არის 6.5-ჯერ. ამ პერიოდის განმავლობაში ევროპასთან გაფორმდა თავისუფალი ვაჭრობა და მოქმედებს ეს უნიკალური შესაძლებლობა ჩვენი ბიზნესისთვის. ასევე, ჩინეთთან გავაფორმეთ თავისუფალი ვაჭრობა, ბრიტანეთთან. შედეგად ექსპორტის 87% თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის მქონე ქვეყნებში გადის, ესაა მსოფლიოს 2.3-მილიარდიანი სამომხმარებლო ბაზარი. ასევე, ჩვენ წელს გავაფორმეთ არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება.  დამატებით 10-მილიონიანი ბაზარი დაემატება ჩვენს ქვეყანას. ამასთან, მიმდინარეობს მოლაპარაკებები კორეასთან, ისრაელთან და საქართველო რეგიონში დღეს არის ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც აქვს თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან და ამავდროულად ჩინეთთან. ეს, რა თქმა უნდა, უნიკალური შესაძლებლობაა ჩვენი ბიზნესისთვის, რომ მათ გაიტანონ საკუთარი პროდუქცია საზღვარგარეთ. ბაზრების დივერსიფიკაციას მაქსიმალურად ვახდენთ და ვეხმარებით ჩვენს ბიზნესს“, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.