ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება
ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებს შეხვდება.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრა უზენაეს სასამართლოში გაიმართება.

ირაკლი ღარიბაშვილისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შეხვედრა 12:00 საათზეა დაგეგმილი.